3 დღე აფეთქებიდან

19 აგვისტო 2017, 00:00 3227 ნახვა

240-ე პრიმა მუხლითაა აღძრული საქმე, ბათუმში,  გაზგასამართ სადგურში მომხდარ აფეთქების ფაქტზე,  რაც გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. ვის ეკისრება მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ -ჯერობით გამოძიების მიმდინარეობის დასრულებამდე  საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში ვერ საუბრობენ.

შემთხვევა  ბათუმში სამი დღის წინ მოხდა.  აფეთქების შედეგად დაინგრა და დაიწვა ობიექტის ახლოს მდებარე 4 საცხოვრებელი სახლი, რამდენიმეს დაუზიანდა  ფასადი, ასევე დაიწვა სამი ავტომობილი. როგორც ცნობილია  ობიექტი დაახლოებით ორი წელია ნებართვის გარეშე ფუნქციონირებდა. აჭარის მთავრობის მეთაური ამბობს, რომ მსგავს ობიექტებზე მთავრობა კონტროლს გაამკაცრებს.

ამავე კატეგორიაში