დაჯარიმებული მონადირეები

19 აგვისტო 2017, 00:00 3075 ნახვა

აჭარის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დღეს მდინარე ჭოროხის მიმდებარე ტერიტორიაზე მონადირეები დააჯარიმეს. მონადირეები განმარტავენ, რომ გარემოს დაცვის სამმართველოს თანამშრომლებმა საჯარიმო ოქმი მათ გაუფრთხილებლად გამოუწერეს,  მათი თქმით ჭოროხის მიმდებარე ტერიტორიაზე ნადირობის აკრძალვის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში განმარტავენ, რომ   ნადირობის აკრძალვის შესახებ ინფორმაციის არ ცოდნა მოქალაქეებს პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. მიხეილ მარგალიტაძის ინფორმაციით ამ დრომდე დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნადირობის წესების დარღვევაზე 14 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი გამოავლინეს. მისივე განმარტებით ნადირობა აკრძალულია ეროვნულ პარკებში, ნაკრძალებსა და ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში.

ამავე კატეგორიაში