წყლის პრობლემა ქობულეთის სოფლებში

20 აგვისტო 2017, 00:00 2783 ნახვა

ქობულეთის სოფლებში წყლის დეფიციტია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, სასმელი წყალი მათ ხშირად რამდენიმე დღის განმავლობაში არ მიეწოდებათ, “ააიპ ქობულეთის სოფლის წყლის“ დირექტორი აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტის 48 სოფელს წყალი გრაფიკით მიეწოდება, რის მიზეზიც გვალვების შედეგად მდინარეებზე წყლის დონის დაწევაა. თუმცა ჯემალ გოლიაძე წყლის მიწოდების რამდენიმე დღიან წყვეტას გამორიცხავს. მისი თქმით წყალსადენიდან მიწოდებული წყალი მხოლოდ სასმელად არის განკუთვნილი და ადგილობრივებმა ის მიწების მოსარწყავად არ უნდა გამოიყენონ.

ამავე კატეგორიაში