ხანძარი ბორჯომში

21 აგვისტო 2017, 00:00 2953 ნახვა

ბორჯომის ტყეში ცეცხლი ისევ გაჩნდა. რამდენიმე საათის წინ ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებული იქნა, თუმცა ძლიერმა ქარმა ცეცხლი თავიდან გააღვივა. ბორჯომის ტყეში ამ დროისთვის კვლავ ძლიერი დაკვამლიანება. ხანძარს უწყვეტ რეჟიმში 200-მდე მეხანძრე - მაშველი ცდილობს.

სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენიც. დამხმარე ვერტმფრენი გამოაგზავნა ქართული მხარის დასახმარებლად, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული სააგენტო იუწყება. ბორჯომის გამგებელის განცხადებით, ევაკუაციის გეგმა შემუშავებულია, თუმცა ამის საჭიროება ამ ეტაპზე არ არის.

ამავე კატეგორიაში