ამ დრომდე, წაღვერში საგანგებო რეჟიმით მუშაობს საგანგებო შტაბი

22 აგვისტო 2017, 00:00 2239 ნახვა

ამ დრომდე, წაღვერში საგანგებო რეჟიმით მუშაობს საგანგებო შტაბი, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. როგორც საგანგებო შტაბის წევრები ამბობენ, ამ ეტაპზე, სტიქიის ზონიდან მოქალაქეების ევაკუაციის საფუძველი არ არსებობს.

ბორჯომში რჩებიან შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი.

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე, მაჟორიტარი დეპუტატი გედევან ფოფხაძე. ასევე, ეროვნული სატყეო სააგენტოს, საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის და სახანძრო სამსახურების ხელმძღვანელები.

ამავე კატეგორიაში