სოფელ დაბის მოსახლეობის ნაწილი ღამის გათენებას ღია ცის ქვეშ მოუწია

22 აგვისტო 2017, 00:00 2527 ნახვა

სოფელ დაბის მოსახლეობის ნაწილი ღამის გათენებას ღია ცის ქვეშ მოუწია. მოქალაქეების თქმით, დამსვენებლებმა სოფელი დატოვეს, მაგრამ მოსახლეობა საკუთარი სახლების დატოვებას არ აპირებს. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ტყეში ახალი გზის გაჭრის სამუშაოები.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონის, ბორჯომის რაიონის, სოფელ დაბის ტერიტორიაზე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გადამწვარი ტყის ტერიტორიაზე 20 აგვისტოს დღისით გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. სახანძრო სამუშაოებს ღამით გაძლიერებული ქარი და დაკვამლიანება ართულებდა, რაც  მაშველებს ხილვადობაში ხელს უშლიდა.

ამავე კატეგორიაში