რა ვითარებაა ამ დროისთვის ბორჯომის ხეობაში

22 აგვისტო 2017, 00:00 2581 ნახვა

საგანგებო შტაბის ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში, ტყის მასივში ხანძრის ლოკალიზების პროცესში, ამ დროისთვის, 3 ვერტმფრენი, 400-მდე მეხანძრე-მაშველი, 100-ზე მეტი ტყის მცველი, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 500 თანამშრომელი და ათეულობით მძიმე ტექნიკაა ჩართული.  პრემიერ-მინისტრი, საგანგებო შტაბის წევრებთან ერთად, შემთხვევის ადგილზე რჩება. გუშინ მაშველებმა ხანძრის ლოკალიზება მოახერხეს, თუმცა ძლიერი ქარის გამო ცეცხლის ახალი კერები სხვადასხვა ადგილზე ეტაპობრივად გაჩნდა.

ხანძრის ლოკალიზებას ამ ეტაპზეც მეტეოროლოგიური პირობები ართულებს - ძლიერდება ქარი და ფიქსირდება მაღალი ტემპერატურა. ცნობილია, რომ ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში თურქეთიდან 2 ვერტმფრენი და თვითმფრინავიც ჩაერთვება. გიორგი კვირიკაშვილი ადასტურებს, რომ ბორჯომში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს დახმარების სურვილი რუსეთმაც გამოთქვა.  როგორც კვირიკაშვილმა განაცხადა, ქართული მხარე „აბსოლუტურად ყველა ვერსიას და ვარიანტს განიხილავს“, ვინაიდან სტიქიისგან მოსახლეობის დაცვის პასუხისმგებლობა აკისრია.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში