ამერიკა მზადაა დაეხმაროს ქართულ მხარეს ხანძრის ლიკვიდაციაში

22 აგვისტო 2017, 00:00 2887 ნახვა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ ბორჯომის ხეობაში ხანძართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. 

როგორც იან კელიმ აღნიშნა, მას საქართველოს მთავრობასთან გუშინაც და დღესაც მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა. 

"პირველ რიგში, გეტყვით, რომ მქონდა მჭიდრო კავშირი მთავრობასთან გუშინაც და დღესაც. ძალიან რთულია ამ ხანძრის ჩაქრობა. ჩვენ, როგორც პარტნიორ ქვეყანას, გვსურს, მხარი დავუჭიროთ საქართველოს და დავეხმაროთ. გავგზავნეთ მოთხოვნა და დახმარება ვთხოვეთ ამერიკულ სარდლობას ევროპაში,  ორგანიზაცია იუესეიდს. ასევე ვიკვლევთ, რითი შეიძლება კიდევ დაგეხმაროთ. ვიცით, რომ მეზობელი ქვეყნები ეხმარებიან საქართველოს ტექნიკით. ჩვენ დავრჩებით მჭიდრო კონტაქტზე. ფიქრით და ლოცვით მეხანძრეებთან ვართ. ეს ულამაზესი და ჩემი საყვარელი რეგიონია საქართველოში", - განაცხადა იან კელიმ. 

ამავე კატეგორიაში