ჯანდაცვის სამინისტრო ტყის ხანძრების დროს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სპეციალურ რეკომენდაციებს ავრცელებს

22 აგვისტო 2017, 00:00 3690 ნახვა

ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი ტყის ხანძრების დროს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სპეციალურ რეკომენდაციებს ავრცელებს.
რჩევები მოსახლეობის ყველა მოწყვლადი ჯგუფისთვის არის გათვალისწინებული, კერძოდ, ასთმის, კარდიოვასკულური და სხვა რესპირატორული დაავადებების მქონე პირები, ხანდაზმულები, ბავშვები და ორსულები. ასევე, მწეველები და მეხანძრეები.

”მაღალი ტემპერატურით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში: ფილტვის ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვები და მოზრდილები მოერიდეთ გარეთ გასვლას და ხანძრით განპირობებული დაბინძურებული ჰაერისა და ჭვარტლისგან თავის დასაცავად, გამოიყენეთ პირბადე; ჰაერის მაღალი ხარისხით დაბინძურების დროს დარჩით შენობაში; შეინარჩუნეთ დაბალი ტემპერატურა და არ გააღოთ ფანჯრები;
უზრუნველყავით ჰაერის დაბინძურების ყველა წყაროს ლიკვიდაცია, კერძოდ: სიგარეტის გამონაბოლქვი, ღუმელის გამოყენება, აეროზოლის მიმოფრქვევა, საკვების შეწვა; რესპირატორული და კარდიოვასკულარული პრობლემების მქონე პირებმა, გამოიყენეთ რესპირატორი; დამატებითი სერვისების მისაღებად, მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას; ჯანდაცვის სამინისტრო მაშველებისა და მოსახლეობისთვის რესპირატორებისა და პირბადეების მიწოდებას უზრუნველყოფს”, - ნათქვამია განცხადებაში. 

ამავე კატეგორიაში