ბორჯომში მოსახლეობა მთავრობას დახმარებას სთხოვს

22 აგვისტო 2017, 00:00 2033 ნახვა

ბორჯომში, სოფელ დაბის გზაზე ცეცხლი საავტომობილო გზას უახლოვდება. მოსახლეობა მთავრობას დახმარებას სთხოვს, რადგან შიშობენ, რომ ცეცხლი მათ საცხოვრებელ სახლებსაც მიუახლოვდება.

ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ზურაბ ალავიძის განცხადებით, ამ დროის მონაცემებით, სოფელში ვერტმფრენები ვერ მუშაობენ, რადგან ადგილზე დიდი კვამლია. ამ დროისთვის სოფელ დაბის ტერიტორიაზე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან ერთად ხანძრის ჩაქრობის პროცესი მიმდინარეობს. 

ამავე კატეგორიაში