თურქული თვითმფრინავი ამფიბია საქართველოშია

22 აგვისტო 2017, 00:00 14409 ნახვა

თურქული თვითმფრინავი ამფიბია საქართველოშია. იგი კოპიტნარის აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა. თვითმფრინავი ბორჯომის ხეობაში ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში ჩაერთვება. თურქული თვითმფრინავი ამფიბია 10 ტონის ტევადობისაა.

სამუშაოებში უკვე მონაწილეობს ორი თურქული ვერტმფრენი. მათ თურქეთ- საქართველოს საზღვარი დაახლოებით ორი საათის წინ გადმოკვეთეს. ისინი სტიქიის ზონაში ბათუმის გავლით გაფრინდნენ. ვერტმფრენი მოფრინავს ბელორუსიდანაც. ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში ერთვება სომხეთიც.

ამავე კატეგორიაში