საგანგებო შტაბი ბორჯომისა და ატენის ხეობებში

23 აგვისტო 2017, 00:00 2076 ნახვა

საგანგებო შტაბი ბორჯომისა და ატენის ხეობებში გაჩენილ ხანძრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. შტაბის ინფორმაციით, ატენის ხეობაში ხანძრის ყველა კერა ლიკვიდირებულია, ბორჯომის ხეობაში კი სამუშაოები სრული დატვირთვით გრძელდება.

ატენის ხეობაში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს პირველი ქვეითი ბრიგადის 250 სამხედრო მოსამსახურესთან ერთად შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები მონაწილეობდნენ.ნახანძრალ ტერიტორიაზე რამდენიმე ათეული სამხედრო მოსამსახურე დარჩება, ჯარისკაცები ტერიტორიის მონიტორინგს ორი დღის განმავლობაში განახორციელებენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ატენის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით და მოსალოდნელი რისკების თავიდან ასაცილებლად, დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება გადაწყდა. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა “სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით” საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს გუშინ მიმართა. ამ დროისთვის ბორჯომის ხეობაში, სრული დატვირთვით გრძელდება ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

ამავე კატეგორიაში