ვითარება ბორჯომში

23 აგვისტო 2017, 00:00 2222 ნახვა

ბორჯომის ხეობაში ცეცხლის გავრცელების არეალი შემცირებულია, თუმცა რჩები ერთი კერა წაღვერისა და ტიმოთესუბნის ქედზე, ამ წუთებში მთელი ავიაცია მობილიზებულია ამ კერაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.  მისი თქმით, სამუშაოები ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
 

ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს მთავრობის დახმარების მზადყოფნას ისრაელიც გამოთქვამს.  შესაბამისი მზადყოფნა ისრაელის ელჩმა საგანგებო შტაბის წარმომადგენლებთან საუბრისას გამოხატა. უკვე 4 დღეა ებრძვიან სტიქიას. სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, და მძიმე ტექნიკა. სამუშაოებში ჩართულია 4 ქვეყნის სპეციალური ტექნიკა და დამხმარე ძალა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში