40 მლნ დოლარის ინვესტიცია ახალ ბულვარში

10 ივნისი 2016, 00:00 5332 ნახვა

ახალ ბულვარში 40 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. 32 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ფართობი პირობიან აუქციონზე გატანილი იქნა 5 მილიონ ლარად, საბოლოოდ კი 9 მილიონ 3 ათას ლარად გაიყიდა. ტერიტორია "ორბი ჯგუფ მილენიუმმა" შეიძინა, ტერიტორიაზე კომპანია 350 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობას გეგმავს, სადაც 300 ადგილობრივი დასაქმდება. ცნობილია, რომ ტერიტორიის 50% ტურისტულ-რეკრეაციული ზონა იქნება. არჩილ ხაბაძის თქმით, აჭარის მთავრობამ წლების წინ ტერიტორია 2 მილიონ 464 ათას ლარად გაასხვისა, თუმცა კომპანიამ ვალდებულებები ვერ შეასრულა, რის შემდეგაც მთავრობამ ის ხელახლა გაიტანა აუქციონზე. არჩილ ხაბაძის განცხადებით, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მიმდინარე პროექტების საპრივატიზაციო ღირებულება 21 მილიონ ლარზე მეტია, რომლიდანაც სახელმწიფო 520 მილიონი ლარის ინვესტიციას ელოდება.

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში