დაშავებულების  ჯანმრთელობის  მდგომარეობა

24 აგვისტო 2017, 00:00 2201 ნახვა

გუშინ მოხმდარი ავტოავარიისას დაშავებული 29 ადამიანიდან ქობულეთის საავადმყოფოში ამ დროისთვის 7 პაციენტი რჩება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმების განცხადებით, სტაბილურია. 2 მათგანს ოპერაცია გუშინვე ჩაუტარდა, ერთ დაშავებულს კი სავარაუდოდ დღეს ჩაუტარდება.

ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთის შესასვლელთან შეკვეთილში ცენტრალურ გზაზე მოხდა, ერთმანეთს ორი მიკროავტობუსი შეეჯახა. ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადმოყვანილ ერთ პაციენტს, როგორც ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, ოპერაციისთვის ამზადებენ. გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. 

ამავე კატეგორიაში