ხანძრის მეხუთე დღე ბორჯომის ხეობაში

24 აგვისტო 2017, 00:00 3172 ნახვა

ათობით ჰექტარი ტყის მასივი დაიწვა ბორჯომში. 1500-მდე ცოცხალი ძალა და საქართველოს, ასევე პარტნიორი ქვეყნების 80-ზე მეტი ტექნიკაა ჩართული ხანძრის ლოკალიზება - ლიკვიდაციის პროცესში. 6 ვერტმფრენი მუშაობდა დაბნელებამდე დღეს ხეობაში.

შტაბის წევრების განცხადებით შედეგი დამაიმედებელია და სავარაუდოდ ხვალისთვის ხანძრის დარჩენილი კერებიც ლოკალიზებული იქნება. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, ცეცხლის სრულ ლიკვიდაციას კვლავ ხელს უშლის ქარი და მაღალი ტემპერატურა. ბორჯომის ხეობაში დღეს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე იმყოფებოდა. მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა პარაკლისი გადაიხადა. 

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში