ბორჯომის ხეობაში არსებული სტიქიის ლოკალიზაციის პროცესში თავდაცვის სამინისტროს საჯარისო დანაყოფები ჩაერთო

25 აგვისტო 2017, 00:00 2236 ნახვა

ბორჯომის ხეობაში არსებული სტიქიის ლოკალიზაციის პროცესში თავდაცვის სამინისტროს საჯარისო დანაყოფები ჩაერთო. ბორჯომის ხეობაში თავდაცვის მინისტრი ჩავიდა. ლევან იზორია საგანგებო შტაბში, შტაბის ხელმძღვანელს, პრემიერ-მინისტრსა და შტაბის წევრებს ხვდება.

ბორჯომის ხეობაში სტიქიას სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირად შემადგენლობაში შემავალი, პირველი ქვეითი და საინჟინრო ბრიგადების, ათასზე მეტი სამხედრო შეებრძოლება. ჯარისკაცები ახლადგაჭრილი გზების მეშვეობით, ცეცხლის კერებს მიუახლოვდებიან, მათ ლოკალიზაციას და შემდგომ დამუშავებას მოახდენენ.

ამავე კატეგორიაში