პირველი სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად ნატალია მგელაძე დაინიშნა

25 აგვისტო 2017, 00:00 17237 ნახვა

ბათუმის პირველი საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე ნატალია მგელაძე დაინიშნა. იგი მანამდე აჭარის მასწავლებელთა სახლის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა.

ბათუმის პირველი საჯარო სკოლის დირექტორს გათავისუფლების შესახებ ბრძანება 16 ივნისს ჩაბარდა. აჭარის განათლების სამინისტრო გათავისუფლების მიზეზად აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლენილ დარღვევებს ასახელებდა. მედეა გვენეტაძემ დღეს ჩვენთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, გაასაჩივრებს თუ არა საქართველოს განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას ბრძანებას მისი გათავისუფლების შესახებ.

სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლები დაინიშნა ქედასა და ქობულეთში. 

ამავე კატეგორიაში