ქართველი   ფალავნების  დიდი  გამარჯვება

26 აგვისტო 2017, 00:00 2182 ნახვა

თავისუფალ სტილში მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. პარიზში მიმდინარე მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალ სტილში, საქართველოს ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა.

ჩემპიონი მძიმე წონაში გენო პეტრიაშვილი გახდა, ბრინჯაო კი 61 კგ–მდე წონით კატეგორიაში ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა დაისაკუთრა. პეტრიაშვილმა ფინალურ შეხვედრაში თურქთა ტიტულოვან ფალავანს ტაჰა აკგულს უაღრესად დაძაბული შეხვედრა მოუგო -10-8. ნახევარფინალში ქართველმა მოჭიდავემ სომხეთის სახელით მოასპარეზე ლევან ბერიანიძეს დიდი უპირატესობით სძლია, მანამდე კი კანადელი კორეი ჯარვისი და რუსი ანზორ ხიზრიევი დაამარცხა.

ლადო ხინჩეგაშვილმა, რომელიც ახალ წონაში მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად გამოვიდა, საწყისი ორი შეხვედრის მოგების შემდეგ, 1/4-ფინალში რუს გაჯიმურად რაშიდოვთან წააგო და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ამავე კატეგორიაში