თორნიკე კუსიანი და ლევან ბერიანიძე სასამართლომ 300 - 300 ლარით დააჯარიმა

26 აგვისტო 2017, 00:00 3706 ნახვა

მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ​  არასამთავრობო ორგანიზაცია “თანასწორობის მოძრაობის” წევრები თორნიკე კუსიანი და ლევან ბერიანიძე სამართალდამრღვევად ცნო. ისინი 300 - 300 ლარით დააჯარიმდნენ. დაცვის მხარე გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ლევან ბერიანიძისა და თორნიკე კუსიანის სასამართლო პროცესი ოთხი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სხდომა გუშინ გადაიდო რადგანაც დაცვის მხარემ დეტალების გასაცნობად დრო ითხოვა და დაკავებულები სასამართლომ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა.

ლევან ბერიანიძე და თორნიკე კუსიანი სამართალდამცეველებს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებდნენ. საქმე ეხება გუშინ გამთენიისას 5 დან 6 საათამდე ბათუმის ბულვარში მომხდარ ინციდენტს. “თანასწორობის მოძრაობის” წევრები ამბობენ, რომ თხოვნის მიუხედავად სამართალდამცველები მათ არ დაეხმარნენ დააკავეს, რა დროსაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.სამართალ დამცველებმა მათ ბრალი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით წაუყენეს.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში