მერაბ ღოღობერიძე საქართველოს პრეზიდენტს მოქალაქეობის შეჩერების თხოვნით მიმართვას

28 აგვისტო 2017, 00:00 5901 ნახვა

მერაბ ღოღობერიძე საქართველოს პრეზიდენტს მოქალაქეობის შეჩერების თხოვნით მიმართვას. ბრალდებულის წერილში საუბარია 11 -12 მარტის ბათუმის მოვლენებსა და მის უდანაშაულობაზე. ღოღობერიძე რამდენიმე მაღალჩინოსანს ასახელებს, მათ შორისაა აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს უფროსი.

წერილში აღნიშნულია რომ, ისინი როგორც „ერთ-ერთი ორგანიზაციის აქტიურ წევრს“ ურეკავდნენ და ხალხის “დაშოშმინებაში” დახმარებას სთხოვდნენ. ამავე განცხადებაში მერაბ ღოღობერიძე თავის პოლიტიკურ წარსულზეც საუბრობს. მაგალითად ბრალდებულს სახალხო დამცველის 2007 წლის საანგარიშო მოხსენება მოჰყავს, რომელშიც მის პოლიტიკურ დევნაზეცაა საუბარი.

ღოღობერიძე წერილით მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძესაც მიმართავს. ის მოითხოვს ყველა ის პირი გათავისუფლდეს, ვინც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებისა და აზრის გამოთქმის გამოა დაკავებული. ასევე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თითოეული ასეთი საქმე თავიდან შეისწავლოს. საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერმა კი საქმეები პირად კონტროლზე აიყვანოს. ზემოაღნიშნული 12 გვერდიანი წერილი მერაბ ღოღობერიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაშიც გამოაგზავნა.

ამავე კატეგორიაში