დღეს ''მთავარი 9''-ზე ნახავთ

28 აგვისტო 2017, 00:00 2244 ნახვა

✔ “ქართული ოცნების” სიის პირველი და მეორე ნომრები – ძველი სახეები ახალ სიაში, რომელიც ჯერ ოფიციალურად არ გასაჯაროებულა. ბათუმის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატობის მსურველები და დაგვიანებული საარჩევნო რეგისტრაცია – რა საკანონმდებლო ხარვეზზე ამახვილებს ყურადღებას მესამე სექტორი – გიორგი წეროძე ამზადებს რეპორტაჟს. 

✔ ბათუმს მერობის, არა თუმცა მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატები ეყოლება. ხელვაჩაურისა და ქობულეთის გარდა, საინიციატივო ჯგუფები დარეგისტრირდნენ ყველა საარჩევნო ოლქში, მათ შორის ყველაზე მეტი ხულოში. ქეთი კაცაძე დეტალებით. 

✔ მილიონ ნახევარი ლარი საახალწლო განათებებისთვის. მესამე წელია ბათუმის მერია ნაძვის ხის და გირლიანდების შესაძენად, მონტაჟი-დემონტაჟისთვის მილიონობით ლარს ხარჯავს. კონცეფციას და რელევანტურობას მესამე სექტორში აფასებენ – ნათია ლომაძე მოგვიყვება ვრცლად ნახევარ საათში. 

✔ რატომ გადაიფიქრა, ათი წლის შემდეგ ქობულეთის გამგეობამ სოფელ დაგვაში ტრადიციული ღონისძიების დაფინანსება? ადგილობრივები ამბობენ, რომ გამგეობა იმ წერილის გამო გაბრაზდა, რომლითაც მოსახლეობამ პრემიერს მიმართა და სოფლის კულტურის ცენტრის რეკონსტრუქცია სთხოვა. რეპორტაჟი ქობულეთიდან ნახეთ ნახევარ საათში.

 ეს ამბები, ასევე რა თქმა უნდა ამინდის პროგნოზი და სპორტი ნახეთ მთავარში 9-ზე.

ამავე კატეგორიაში