სპორტი მთავარში

28 აგვისტო 2017, 00:00 2315 ნახვა

დღეს, ბუდაპეშტში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო, შეჯიბრების პირეველი დღე ვაჟთა შორის, 60 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტმენებს დაეთმოთ. ქართველი ამირან პაპინაშვილი შეჯიბრში მეორე წრიდან ჩაერთო და ერთი შეხვედრა მოიგო, მესამე წრეში კი სამწუხაროდ უზბეკ დიორბეკ ურუზბოევთან მტკივნეული ილეთით დამარცხდა. ხვალ საქართველოს ღირსებას უნგრეთში ვაჟა მარგველაშვილი დაიცავს, მსოფლიო ჩემპიონატი პირად ჩათვალში 2 სექტემბრამდე გაგრძელდება. 3 სექტემბერს კი გუნდური შეჯიბრი გაიმართება. ბუდაპეშტში საქართველოს სახელით ვაჟთა შორის 7 და გოგონათა შორის 3 ძიუდოისტი იასპრეზებს. გუნდურ შეჯიბრში ჩვენს ნაკრებს კიდევ სამი სპორტსმენი დაემატება. 

გუშინ  ეროვნული ლიგის 24-ე ტურის ბოლო მატჩში, ცხრილის გასავარდნ ზონაში მყოფმა გორის დილამ საკუთარ მოედანზე, ჩემპიონატის კიდევ ერთი აუტსაიდერი ფოთის "კოლხეთი"  მიიღო და დამაჯერებელი ანგარიშით 3:0 გაიმარჯვა, გოლები დილას შემადგენლობიდან ფლავიო ნუბიომ, გიორგი ფანცულაიამ და დათო კირკიტაძემ გაიტანეს.გორის "დილა" 25 ქულით სატურნირო ცხრილის მე-8 პოზიციაზე იმყოფება და მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება ბათუმის დინამოს. ეროვნულ ლიგაში 8 სექტემბრამდე სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზა გამოცხადდა, გათამაშების 25-ტურში კოლხეთი სამტრედიას უმასპინძლებს, ტორპედო ჩიხურას. ლოკომოტივი დილას, ეროვნული ლიგის ლიდერი თბილისის დინამო აუტსაიდერ ქობულეთის შუქურას შეხვდება, ბათუმის დინამო კი  თბილისში ს.კ. საბურთალოს ესტუმრება.

 საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველმა ვაკო ყაზაიშვილმა ემელესის მორიგ ტურში „ლოს ანჯელეს გელაქსის" გაუტანა. ყაზაიშვილმა თავი პირველი ტაიმის ბოლოს გამოიჩინა, მეორე ტაიმში კი გელექსის კარი ურენამ და ვონდოლოვსკიმაც აიღეს. საბოლოო ჯამში  ვაკოს "სან ხოსე ერტკვეიკსმა" ანაგრიშიტ 0;3 იმარჯვა და ამ გამარჯვებით 36 ქულა დააგროვა, შესაბამისად დასავლეთ კონფერენციაში ყაზაიშვილის გუნდმა მე-6 პოზიციაზე გადანიაცვლა.

ბელგიური გამოცემა ჰინ ბი-ს ცნობით, თბილისის დინამოსა და საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი  გიორგი ჩაკვეტაძე საფეხბურთო კარიერას მალე ბელგიურ "გენტში" გააგრძელებს.როგორც გამოცემა იტყობინება 17 წლის შემტევის გადაბირების სურვილი რამდენიმე ევრუპულ გრანდს აქვს, მათ შორის მანჩესტერ იუნაიტედს და მიუნჰენის ბაიერნს. გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიურ კლუბთან 3 წლიან კონტრაქტს გააფორმებს, მას 18 წელი 29 აგვიტსოს უსრულდება და უკვე ოფიციალურად შეეძლება გენტში გადასვლა. არაოფიციალური ინფორმაციით ჩაკვეტეძეში ბელგიელები მილიონ სამასიათას ევროს გადაიხდიან.  

 ქართველი ზღვამავალი მარათონელი - ბეგლარ ელბაქიძე ახალ მსოფლიო რეკორდს უმიზნებს, 57 წლის ასაკში ის მხედრული ანუ ხელებაღმართული სტილით შვიდი ოლიმპიური დისტანციის დაძლევას გეგმავს.10 კილომეტრნახევარიან მანძილს მდინარე ჭოროხის შესართავიდან ანბანის კოშკამდე ყველანაირი სპეცტანსაცმლისა და საცურაო საშუალებების გარეშე, მხოლოდ ფეხური ცურვით დაფარავს და მის მიერვე 2007 წელს თბილისის ზღვაზე დამყარებულ მსოფლიო რეკორდს გააუმჯობესებს.

 

ამავე კატეგორიაში