ბათუმში მეხანძრე-მაშველის პროფესიული დღე აღინიშნა

12 ივნისი 2016, 00:00 3651 ნახვა

წელს პირველად, საქართვლოში მეხანძრე-მაშველის დღე აღინიშნება. საზეიმო ღონისძიება ბათუმში, საოცრებათა პარკში გაიმართა. მაშველებს პროფესიული დღე შინაგან საქმეთა მინისტრმა მიულოცა. გიორგი მღებრიშვილმა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შერულებისთვის მადლობის სიგელებით დააჯილდოვა, განსაკუთრებული დამსახურებისთვის სამინისტროს მედალიონები ყოფილ თანამშრომლებსაც გადაეცათ. დღესვე გაიმართა სააგენტოს ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოფენა, მოეწყო ზღვასა და ხმელთზე სამაშველო ღონსიძიებების სიმულაციური ჩვენება. ღონისძიებაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვავლეობის დროს დაღუპული მაშველების ხსოვნას. გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, გასული წლის 13 ივნისს დაღუპული მაშველის, ზურაბ მუზაშვილის სახელი თბილისში ერთ-ერთ ქუჩას დაერქმევა. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში