საბჭომ სამხატვრო ხელმძღვანელები შეარჩია

29 აგვისტო 2017, 00:00 1855 ნახვა

პროფესიული თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევად სარეკომენდაციო საბჭოს გადაწყვეტილება ცნობილია. 5 წევრიანმა საბჭომ მხარი ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მოქმედ სამხატვრო ხელმძღვანელს როინ სურმანიძეს დაუჭირა. ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა თეატრის შემთხვევაში კი არჩევანი გიორგი ჩხაიძეზე გააკეთა.

რეკომენდაციის სახით კანდიდატების სია აჭარის განათლების მინისტრს გადაეგზავნება, რომელმაც საბოლოოდ მათი დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. 2 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კონკურსში 5 კანდიდატი მონაწილეობდა. საბჭოში აცხადებენ, რომ ხმები გაიყო და გადაწყვეტილებისას მთავარი აქცენტი კანდიდატთა მიღწევებსა და მათ კონცეფციებზე გაკეთდა. სამხატვრო ხელმძღვანელებს 4 წლის ვადით ირჩევენ.   

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში