სპორტი მთავარში

29 აგვისტო 2017, 00:00 1640 ნახვა

დღეს, ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე 66 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე  ვაჟა მარგველაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ევროპის ქართველი ჩემპიონი ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო და  იორდანელი ბილალ აიალსალმანის, სამხრეთაფრიკელი სიაბულელა მაბულუს და ამერიკელი რაიან ვარგასის დამარცხების შემდეგ ნახევარფინალში გავიდა, სადაც  იაპონელ ჰიფუმი აბესთან დამარცხდა. თუმცა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კორეელი მეტოქე ლიმვან კიმი შებოჭა და საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი მოუტანა. ხვალიდან, ტურნირში კიდევ ორი ქართველი - მარიამ ჯანაშვილი და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი ჩაერთვებიან. შეხვედრები თბილისის დროით  12 საათიდან დაიწყება.

ამერიკის ღია პირველობაზე,  ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჯარედ დონალდთან  4 სეტში 6:0, 4:6, 6:3, 7:6 დამარცხდა და ტურნირს პირველივე რაუნდიდან გამოეთიშა. შეხვედრა 2 საათსა და 51 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. დონალდსონი და ბასილაშივილი ერთმანეთს ორიოდე კვირის წინ ცინცინატის მასტერზეც შეხვდნენ, სამწუხაროდ ბასილაშვილი ამერიკელთან ორივეჯერ დამარცხდა.

იტალიური ემპოლის ქართველი თავდამსხმელი რომან ჭანტურია შესაძლოა რუსულ პრემიერლიგაში გადაბარგდეს, იტალიური პრესის ცნობით ჭანტურიას შეძენა ყაზანის რუბინს სურს და შეთანხმება მალე გაფორმდება. "რუბინმა" ემპოლის იანვრიდან ჭანტურიას იჯარა შესთავაზა, აუცილებელი საბოლოო გამოსყიდვის პირობით. ტრანსფერის ფასი 2 მილიონ ევროს შეადგენს და ქართველის შემდგომი გაყიდვიდან იტალიური კლუბი კიდევ 15 პროცენტს მიიღებს. ფეხბურთელის აგენტი ამ დროისთვის რუსეთში იმყოფება და ტრანსფერის ბოლო დეტალებს ათანხმებს.

უეფა,ქომის მომხმარებლებმა გასული სეზონის საუკეთესო გოლად მარიო მანჯუკიჩის მიერ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მადრიდის რეალის კარში  გატანილი გოლი აღიარეს. უეფას ვებგვერდზე მიმდინარე ორკვირიან ინტერაქციაში 19 ათასამდე გულშემატკივარმა მიიღო მონაწილეობა. გამოკითხულთა 26 პროცენტმა საუკეთესოდ მანჯუკიჩის გოლი აღიარა, მეორე ადგილზე ფენერბახჩეს ფეხბურთელის მუსა სოუს მიერ გატანილი გოლი გავიდა 25 პროცენტით, მესამე ადგილი კი მადრიდის რეალის ნახევარმცველის -კაზემიროს მიერ ასევე ფინალში გატანილი გოლს ერგო.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილმა დღეს მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონს, კანოისტს ზაზა ნადირაძეს შეხვდა. სპორტსმენმა რამდენიმე დღის წინ ჩეხეთის ქალაქ 5. რაჩიცეში ერთადგილიანი კანოეთი 200-მეტრიან დისტანციაზე მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედალს დაეუფლა. სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე აკაკი ლოდია, კანოეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქაცარავა და ზაზას პირადი მწვრთნელიც დაესწრნენ.

რამდენიმე წუთის ცნობილი გახდა რომ საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგაში გუნდების რაოდენობა 9-მდე გაიზრდება, რაც იმას ნიშნავს რომ ბათუმი განვლილ სეზონში წარუმატებელი ასპარეზობის მიუხედავად ლიგაში ადგილს შეინარჩუნებს. ამ თემაზე დეტალურად ხვალინდელ გამოშვებაში ვისაუბრებთ.

ამავე კატეგორიაში