დაპირისპირება ფეხბურთის რუს და ინგლისელ გულშემატკივრებს შორის

12 ივნისი 2016, 00:00 3514 ნახვა

ინგლის-რუსეთის მატჩის შემდეგ მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშავებული რამდენიმე ინგლისელი გულშემატკივარი ჰოსპიტალიზებულია. ინფორმაციას ამის შესახებ საფრანგეთში გაერთიანებული სამეფოს ელჩზე დაყრდნობით ავრცელებს. ინგლის-რუსეთის მატჩის შემდეგ, რომელიც საფრანგეთის ქალაქ მარსელში გაიმართა, რუსი გულშემატკივრების ნაწილი იმ ტრიბუნაზე შეიჭრა, სადაც ინგლისის ფანები იმყოფებოდნენ და ინგლისის დროშების დახევა სცადეს. თვითმხილველების თქმით, ისინი ბრიტანელების მიმართულებით სხვადასხვა ნივთებს ისროდნენ. ინგლისელი გულშემატკივრების ნაწილმა თავს გაქცევით უშველა. გულშემატკივრების ქმედებებს უეფა შეისწავლის. საფრანგეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში, ინგლისსა და რუსეთს შორის გუშინ გამართული მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

ამავე კატეგორიაში