გიორგი მღებრიშვილი: „ჩემი სუბიექტური აზრია, რომ შესაძლოა ხაძარი ხელოვნურად იყოს გამოწვეული, თუმცა გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ“

30 აგვისტო 2017, 00:00 2836 ნახვა

„ჩემი სუბიექტური აზრია, რომ შესაძლოა ხანძარი  ხელოვნურად იყოს გამოწვეული, თუმცა გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ“- აცხადებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. გიორგი მღებრიშვილის თქმით ამ დროისთვის უკრაინიდან საქართველოსკენ ერთი AN32 ტიპის თვითმფრინავი მოფირნავს. გარდა ამისა ოპერაციაში თურქული და აზერბაიჯანული შვეულმფრენებიც ჩაერთვებიან. შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით აბასთუმნის ტყეში ცეცხლის კერებამდე გზები გაყვანილია. რაც ტექნიკას მუშაობას გაუმარტივებს. გიორგი მღებრიშვილის თქმით, ამ ეტაპზე მოხალისებისა და ჯარის ჩართვა აუცილებელი არ არის. შეირარებული ძალების პირადი შემადგენლობა წაღვერის მონაკვეთზე რჩება.

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში