ბათუმობა -  2017

30 აგვისტო 2017, 00:00 3824 ნახვა

ბათუმობამდე“ 3 დღე რჩება. ქალაქში სამზადისი უკვე მიმდინარეობს. ღონისძიებების ძირითადი ლოკაცია მემედ აბაშიძის გამიზირი და ევროპის მოედანი იქნება. იგეგმება მსვლელობის მოწყობა, გამოფენები, მუსიკალური ბენდების კონცერტები, ინსტალაციები, საბავშვო გასართობი პროგრამები და ბოლოს გალა კონცერტი ევროპის მოედანზე. დღესასწაულისთვის ბათუმის კულტურის ცენტრმა  რევაზ ახრახაძის მიერ წარდგენილი სცენარი „ბათუმი საოცრებათა ქალაქი“ 10 ათას ლარად შეისყიდა.  ღონისძიებების ორგანიზატორი კომპანია ბათუმის ბიუჯეტიდან 179 ათას 998 ლარს დახარჯავს. ღონისძებები 2 სეტემბერს 12 საათზე დაიწყება.

 

ამავე კატეგორიაში