კარვები რუსთაველის ქუჩაზე

30 აგვისტო 2017, 00:00 4578 ნახვა

ტურისტები კარვებით ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე. კარვის გაშლა ქალაქის ტერიტორიაზე ნებადართული არაა, თუმცა კერძო ტერიტორიებს ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახური ვერ აკონტროლებს. ბოტანიკური ბაღის გარდა, ბათუმში არ არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურით მოწყობილი ადგილები კემპინგისთვის.  სწორედ ამის საჭიროებასა და აუცილებლობაზე საუბრობენ ტურიზმის ექსპერტები. პროექტს ამუშავებს ეკონომიკის სამინისტრო. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში