სპორტი მთავარში

30 აგვისტო 2017, 00:00 2250 ნახვა

ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა 73 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა შავდათუაშვილს, თუმცა გადამწყვეტ შეხვედრაში სამხრეთკორეელ ჩანგრიმ ანთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.შავდათუაშვილმა საწყის ეტაპებზე ბრაზილიელი მარსელო კონტინი, გამბიელი ფაიე ნჟიე და სლოვენიელი მარტინ ჰოიაკი დაამარცხა, ხოლო 1/4 ფინალში შეხვედრა იაპონელ სოიჩი ჰაშიმოტოსთან დათმო. რეპეშაჟში ლაშა რიოს ოლიმპიადიდან კარგად ნაცნობ დენის იარცევს შეხვდა და დამატებით დროში ულემაზესი გდებით გამოთიშა რუსი ტურნირიდან.ხვალ, 81 კგ წონით კატეგორიაში კიდევ ერთი ქართველი ზებედა რეხვიაშვილი იასპარეზებს,შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ამ დროისთვის ერთი ბრინჯაოს მედალია, რომელიც 29 აგვისტოს ვაჟა მარგველაშვილმა მოიპოვა. 

ჭიდაობის მსოფლიოს გაერთიანებამ გენო პეტრიაშვილი წლის საუკეთესო მოჭიდავედ აღიარა. იუნაიტედ ვორლდ ვრესლინგმა პარიზში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველი მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი 2016 წლის საუკეთესო თავისუფალი სტილით მოჭიდავედ დაასახელა.შეგახსენებთ რომ პეტრიაშვილმა პლანეტის პირველობის ფინალში მთავარი ფავორიტი, მოქმედი მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი, თურქი ტაჰა აკგული 10-8 დაამარცხა და ყველაზე პრესტიჟული მძიმეწონითი კატეგორიის გამარჯვებული გახდა.2016 წელს კი ქართველი ფალავანი ევროპის ჩემპიონი გახდა, რიოს ოლიმპიურ თამაშებზე პეტრიაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.გასული წლის საუკეთესო მოჭიდავისათვის განკუთვნილი სპეციალური პრიზი (10 000 $) ქართველ სპორტსმენს ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების პრეზიდენტმა ნენად ლალოვიჩმა პარიზში მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო დღეს დაჯილდოვების ცერემონიაზე გადასცა. 

ამავე კატეგორიაში