საუკუნის სასულიერო სკანდალად წოდებული საქმის სასამართლო პროცესი ხვალ დასრულდება

31 აგვისტო 2017, 00:00 2674 ნახვა

 

საუკუნის სასულიერო სკანდალად წოდებული საქმის  სასამართლო პროცესი ხვალ დასრულდება. დაკავებულის უფლებადამცველები ბოლო სასამართლო სხდომაზე დასკვნით  სიტყვას იტყვიან. ისინი  საქმეში არსებულ 12 ტომიან  მტკიცებულებებს და  110-ზე მეტი მოწმის მიერ მიცემულ ჩვენებებს შეაჯამებენ. 

     როგორც დაკავებულის უფლებადამცველმა მიხეილ რამიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში განაცხადა, ხვალინდელი სხდომისთვის  მამა გიორგიც  ემზადება, რომელიც მოსამართლეს დასკვნითი სიტყვით  მიმართავს.  ადვოკატის თქმით, ბრალდებული დეკანოზი  დეტალურად ისაუბრებს ვის ინტერესებში შედიოდა, სასულიერო პირის დაკავება და რამდენად არის პატრიარქის რეფერანტი, შორენა თეთრუაშვილი  ამ საქმეში დაზარალებული. 

 „საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს და საპატრიარქოში არსებულ გარემოებებზე ისაუბრებს. ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზეც, შეეძლო თუ არა შორენა თეთრუაშვილის მისი კარიერული წინსვლის შეფერხება.   მამა გიორგის არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია,  წაყენებული ბრალი არის უსაფუძვლო, ამიტომ მოსამართლეს გადაწვეტილება მის ობიექტურობაზე და დამოუკიდებლობაზე არის დამოკიდებული“ - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.  

სასამართლო პროცესი ხვალ მედიისთვის დახურული იქნება. ე.წ. „ციანიდის საქმის“ საბოლოო გადაწვეტილებას მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი დაკავებულის  უფლებადამცველებისა და ბრალდებულის დასკვნითი სიტყვის მოსმენის შემდეგ  რამდენიმე დღეში გამოიტანს. გადაწყვეტილების გამოცხადება მედიისთვის ღია იქნება. სასულიერო პირს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 16-20  წლამდე ან უვადოთ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისის საქალაქოს სასამართლოში პროცესი ხვალ 11 საათზეა ჩანიშნული.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში