აბასთუმანში ხანძარი ლოკალიზებულია

31 აგვისტო 2017, 00:00 2649 ნახვა

“აბასთუმნის ტერიტორიაზე კვამლი აღარ არის და ხანძარი სრულად ლოკალიზებულია” - აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი. მისივე ინფორმაციით, ავიაცია რჩება ადგილზე, თუმცა ამ ეტაპზე საჭიროების არარსებობის გამო სამუშაოები შეწყვეტილია.

ადგილზე რჩება ცოცხალი ძალა. დილიდან ხანძრის ლოკალიზაციაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს, სატყეო სააგენტოს თანამშრომლები, ქართული და საერთაშორისო ავიაცია. 

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში