„დარწმუნებული ვართ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება“ -პროკურორი ზვიად გუბელაძე

01 სექტემბერი 2017, 00:00 2281 ნახვა

 

სასამართლო სხდომის დაწყებამდე კომენტარი ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა გააკეთა. ზვიად გუბელაძემ მოლოდინებზე ისაუბრა.  „ჩვენ ასზე მეტი მოწმე დავკითხეთ.  ათი ტომი წერილობითი მტკიცებულებები გამოვიკვლიეთ. ასე აუდიო-ვიდეო ჩანაწერები და კომპიუტერული ექსპერტისზის შედეგად აღდგენილი ფაილები, რომლითაც გიორგი მამალაძის ბრალეულობა დასტურდება. შესაბამისად გვაქვს გონივრული მოლოდინი,  დარწმუინებული ვართ, რომ დეკანოზის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება - განაცხადა პროკურორმა.

ზვიად გუბელაძემ დაცვის მხარის არგუმენტებზეც ისაუბრა. „რაც შეეხება დაცვის მხარეს. ის ყოველთვის აპელირებდა და სარგებლობდა იმით, რომ სასამართლო სხდომები დახურული იყო. ადვოკატები ჩვენს მიერ წარდგენილი მტკიცებულების არასწორ ინტერპრეტაციას ახდენდნენ. საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობდნენ. აჩენდნენ მოლოდინის  რომ თითქოს დეკანოზი გიორგი მამალაძე გამართლდებოდა. დაცვას მხოლოდ ერთი და ისიც დისკრედიტებული მოწმე - ირაკლი ფირცხალავა ჰყავდა წარმოდგენილი, რომელსაც არ უსაუბრია არც ერთ ფაქტობრივ გარემოებაზე, შესაბამისად, დასკვნით სიტყვაში რა უნდა იყოს სიახლე, ჩემთვის გაუგებარია”, - განაცხადა პროკურორმა.  

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში