ხუთწევრიანი  ოჯახი  ღია  ცის  ქვეშ  დარჩა

01 სექტემბერი 2017, 00:00 3581 ნახვა

გუშინ გვიან ღამით გაჩენილი ხანძრის შედეგად სოფელ ზედა მახოში 5 წევრიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა.  საცხოვრებელი სახლი ხის  იყო, რის გამოც ცეცხლი სწრაფად გავრცელდა და ნაგებობა მთლიანად დაიწვა.  

ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახურის 5 ბრიგადა მუშაობდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე  187-ე მუხლით აღიძრა, რაც ცეცხლის წაკიდებით სხვისი  ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.

ამავე კატეგორიაში