როგორ ამინდი გველოდება ხავერდოვან სეზონზე - სექტემბრის პროგნოზი

01 სექტემბერი 2017, 00:00 6541 ნახვა

საქართველოს ტერიტორიაზე სექტემბერში ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა, აგვისტოსთან შედარებით საშუალოდ 3-5 გრადუსით დაბალია. ყველაზე მეტი ნალექიანობით გამოირჩევა გურია-აჭარის სანაპირო ზოლი და ზღვისკენ მიქცეული მთების ფერდობები. თუმცა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ცალკეულ წლებში ნალექების რაოდენობა შეიძლება მკვეთრად განსხვავდებოდეს საშუალო მრავალწლიური რაოდენობისგან.

წლევანდელი სექტემბერი უმეტესად თბილი იქნება

ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა - დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია +20, +21 გრადუსი, რაც 1 -2 გრადუსით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +18, +15 გრადუსამდე, ცალკეულ დღეებში კი ტემპერატურის მომატება დღისით +35, +38 გრადუსამდე.

აღმოსავლეთ საქართველოში - ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა +23, +25 გრადუსი, იქნება, რაც ასევე მაღალია საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +13, +10 გრადუსამდე, ცალკეულ დღეებში კი ტემპერატურის მომატება დღისით +29, +34 გრადუსამდე.

ნალექების რაოდენობა- როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია, საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე მეტი და მასთან ახლოს.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში