საპროტესტო აქცია ცეცხლაურში - შეკრებილები შპს “ანრიკისგან” კუთვნილ ანაზღაურებას ითხოვენ

03 სექტემბერი 2017, 00:00 2946 ნახვა

საპროტესტო აქცია ცეცხლაურში - შეკრებილებმა შპს “ანრიკისგან” კუთვნილ ანაზღაურებას მოითხოვეს. როგორც მოცვის მეურნეობაში  დასაქმებულები ამბობენ რომ მათ ხელფასები ერთი თვის წინ უნდა აეღოთ. მათი თქმით, ობიექტზე 150 ადამიანია მუშობდა და თითოეულის დავალიანება 300-დან 500 ლარამდე მერყეობს.  აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი მოცვის კრეფაზე უკვე 4 წელია მუშაობენ და ეს პირველი შემთხვევაა ხელფასის დაგვიანების.

შპს "ანრიკში" ხელფასების დაგვიანების მიზეზად ფინანსური პრობლემა დაასახელეს და განმარტეს რომ ანაზღაურების გაცემა სამშაბათიდან დაიწყება.

ამავე კატეგორიაში