სოფელ მეკეიძეებთან მდებარე მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი მასშტაბური არ არის - ანზორ ბოლქვაძე

03 სექტემბერი 2017, 00:00 4297 ნახვა

ხულოში, სოფელ მეკეიძეებთან მდებარე მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი მასშტაბური არ არის - ამის შესახებ მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში, ანზორ ბოლქვაძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველები უკვე ადგილზე იმყოფებიან. როგორც ანზორ ბოლქვაძემ „კვირის მთავართან“ ინტერვიუში აღნიშნა, იგი მუდმივ კომუნიკაციაშია საქართველოს მთავრობასთან და საჭიროების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მოხდება დამატებითი ძალების მობილიზება. მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ბუჩქნარია და ტყის მასივზე ცეცხლის გადასვლის ალბათობა მინიმალურია.

ამავე კატეგორიაში