ხანძრები საქართველოს რეგიონებში

04 სექტემბერი 2017, 00:00 2157 ნახვა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში სამაშველო ვერტმფრენებმა მუშაობა განაახლეს. შეზღუდული ხილვადობა კი არსებულ ტერიტორიაზე ძლიერმა დაკვამლიანებამ და ნისლმა გამოიწვია. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო ქვეითად მომუშავე სამაშველო ბრიგადები, თელავში გახსნილია საგანგებო შტაბი.

ართანაში, კოხტას მთაზე ხანძარს მესამე დღეა ებრძვიან. ამ დრომდე ვერ ხერხდება ხანძრის ჩაქრობა თუშეთში. ხახაბოს ტყეში ცეცხლი 10 ჰექტარი ფართობის ტერიტორიაზეა გავრცელებული. ადგილზე ამ დროისთვის 120 მეხანძრე - მაშველი იმყოფება, ასევე სამუშაოებში მონაწილეობენ ადგილობრივებიც.

ამავე კატეგორიაში