უსახელო მწვერვალს საქართველოს კონსტიტუციის სახელი მიენიჭება

04 სექტემბერი 2017, 00:00 2345 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა 79 წლის მწვრთნელთან ლევ სარქისოვთან ერთად ექსპედიციაში მიიღო მონაწილეობა. გიორგი მარგველაშვილი ექსპედიციის მონაწილეებთან ერთად ყაზბეგში, გუდაურის მახლობლად უსახელო მწვერვალზე ავიდა და ახალი მარშრუტი შეადგინა.

მთაში გასვლა საქართველოს კონსტიტუციის დღეისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში იგეგმებოდა, თუმცა, ბორჯომის ხანძრის გამო, საზეიმო ღონისძიებებთან ერთად აღნიშნული აქტივობაც გადაიდო. ლაშქრობაში პრეზიდენტთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის სამთო გამყოლებიც იმყოფებოდნენ. უსახელო მწვერვალს საქართველოს კონსტიტუციის სახელი მიენიჭება. მისი სიმაღლე 3 ათას 170 მეტრია.​

ამავე კატეგორიაში