ხანძარი სოფელ ართანაში

05 სექტემბერი 2017, 00:00 1837 ნახვა

მეოთხე დღეა ხანძარს ებრძვიან კახეთში. ვერტმფრენები სამუშაოებში ნისლის გაფანტვის შემდეგ ჩაერთვებიან. სოფელ ართანას მიმდებარე ტერიტორიაზე მეხანძრე-მაშველებმა ჩაქრობის სამუშაოები დილიდან განაახლეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, ამ დროისთვის ერთადერთი შემაფერხებელი ფაქტორი რთული რელიეფური მდგომარეობაა, რის გამოც, ადგილზე სამაშველო ტექნიკის შეყვანა ვერ ხერხდება.

ნიკა სირაძის განმარტებით, სიტუაცია კონტროლირებადია, ახალი კერების გაჩენისა და ხანძრის დასახლებულ პუნქტებამდე ჩაღწევის საშიშროება არ არსებობს. სოფელ ართანაში ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა ადგილობრივები აღნიშნულს მეხის ჩამოვარდნასა და ძლიერ გვალვებს უკავშირებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ვარაუდობენ, რომ ხანძრის ძირითადი კერების ლოკალიზება უახლოეს პერიოდში მოხდება.

ამავე კატეგორიაში