სამუშაო ჯგუფი ქართული ტაძრების მდგომარეობას შეისწავლის

05 სექტემბერი 2017, 00:00 1964 ნახვა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი  თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს - პარხლის, ხახულის, ოშკისა და ოთხთას ეკლესიებს მოინახულებს.

მიხეილ გიორგაძე დელეგაციის წევრებთან ერთად ოფიციალური ვიზიტით თურქეთში დღეს გაემგზავრა. მათ შორის არიან ექსპერტებიც. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორი ქვეყნის მინისტრის შეხვედრა.

ცნობილია, რომ 3 მაისს, მთავრობის ადმინისტრაციაში ხელი მოეწერა საქართველოსა და თურქეთს შორის 2017 - 2021 წლებში, კულტურის სფეროში თანამშრომლობის პროგრამას. მხარეებმა ვალდებულება აიღეს ითანამშრომლონ თეატრის, კინოს, ლიტერატურის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროებში . ამავე დოკუმენტის მიხედვით, მხარეები განახორციელებენ საქართველოს ტერიტორიაზე ოსმალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და თურქეთში  მდებარე ქართული ტაძრების რეაბილიტაციას, ასევე უზრუნველყოფენ კომპეტენტური ორგანოების თანამშრომლობასა და ერთობლივი სამუშაო ჯგუფების შექმნას.

ამავე კატეგორიაში