საპორტო ქალაქები-საერთაშორისო კონფერენცია

05 სექტემბერი 2017, 00:00 1849 ნახვა

საპორტო ქალაქები როგორც საგანგებო ქალაქები და საკონტაქტო ზონები - ილიას უნივერსიტეტის და ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის შესწავლის ცენტრის ინიციატივით ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. მასში  შავი ზღვის აუზის ქვეყნების სხვადასხვა უნივერსიტეტის თანამშრომლები და მკვლევარები მონაწილეობენ.

შეხვედრის მიზანია მხარეებმა შეისწავლონ მე-19 საუკუნის საპორტო ქალაქების სპეციფიკა, მისი ინდუსტრიალიზაციის ასპექტები, სოციალური, ეკონომიკური და მულტიკულტურული მიმართულებები.

ამავე კატეგორიაში