„გამოვრიცხავ, რომ პატრიარქის მკვლელობა იგეგმებოდა“ - მეუფე დიმიტრი

05 სექტემბერი 2017, 00:00 2619 ნახვა

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი გამორიცხავს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის ან შორენა თეთრუაშვილის ლიკვიდაციას გეგმავდა. ეს ვერსია მისთვის არადამაჯერებელია. 
 „მე ვერ ვიტყვი, რომ პატრიარქის ლიკვიდაცია იგეგმებოდა, რადგან მამალაძისა და პატრიარქის ურთიერთობის მომსწრე არაერთხელ ვყოფილვარ. ვხედავდი, რომ მას უსაზღვროდ უყვარდა პატრიარქი. ჩემთვის აბსოლუტურად აზრი აქვს დაკარგული თუ რატომ უნდა მომხდარიყო შორენა თეთრუაშვილის ლიკვიდაციაც. თუმცა, აქ უკვე მძიმე დღეში ვარ, რადგან ფაქტია, რომ ეს ადამიანი  ციანიდს ეძებდა და ვიღაცაზე საუბრობდა“, - განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დღეს  მამა  გიორგის მიერ ციხიდან გამოგზავნილ წერილებზეც ისაუბრა.  
„ციხიდან ორი წერილი მომწერა. მწერდა, რომ ადამიანობის და ღირსების ეტალონი ვარ - მე მას სასამართლოზე ვკითხე, თუ მისთვის ეტალონი ვიყავი, რატომ არ მითხრა, რომ შორენა თეთრუაშვილი გველის შხამს ან ციანიდს უკვეთავდა“.

ამავე კატეგორიაში