დეკანოზ გიორგი მამალაძის განაჩენი

05 სექტემბერი 2017, 00:00 2309 ნახვა

ეს იყო საპატრიარქოსთვის დამაზიანებელი პროცესი – განაცხადა საპატრიარქოს სახელით, არქიმანდრიტმა კახაბერ გოგოტიშვილმა. დეკანოზი ამბობს, რომ სამღვდელოების წარმომადეგნლებს, იმ პირებს რომლებმაც მოსამართლის მიერ მიღებული გამამტყუნებელი გადაწყვეტილების შემდეგ განცხადებები გაავრცელეს ეკლესიის წინაშე მოუწევთ პასუხის გაცემა.

ერთ-ერთი სავარაუდოდ ჭყონდიდის მიტროპოლიტი იქნება, რომელიც სასამართლო სხდომების პროცესშიც არაერთხელ დაუპირისპირდა სასამართლოს და პროკურატურას. მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ დღეს განაჩენს ანტისახელმწიფოებრივი უწოდა. მღვდელთმონაზონმა ანდრიამ კი სამარცხვინო. გადაწყვეტილების გამოცხადებას ხმაური მოჰყვა სხდომათა დარბაზში. დარბაზიდან გამოსვლისთანავე გაავრცელეს განცხადებები მხარეებმა. 

 

 

ამავე კატეგორიაში