შუახევში ტყეში ხანძარია

05 სექტემბერი 2017, 00:00 6826 ნახვა

წელათის ტყეში გავრცელებულ  ხანძართან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობა. ფეისბუქის გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ „შუბნის თემის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ წელათის ტყეში, ხანძარი დაახლოებით 50 კვადრატულ მეტრზეა და ფიქსირდება 3-4 კერა.

''დეტალურ ინფრომაციას ამ დროისთვის ადგილობრივი ხელისუფლება არ ფლობს. გამგებელი ტარიელ ებრალიძე ამბობს, რომ შავნაბადის მთაზე ხანძრის სალიკვიდაციოდ  შექმნილი საგანგებო შტაბი უკვე დატოვა და შუახევისკენ გაემართა. ადგილზე რამდენიმე წუთში იქნებიან მეხანძრე-მაშველები. გამგეობის ინფორმაციით ხანძარი დასახლებული პუნქტიდან  3 კმ მოშორებითაა. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

 

ამავე კატეგორიაში