მეხანძრე-მაშველები შუახევში ხანძრის კერისკენ ფეხით მიემართებიან

05 სექტემბერი 2017, 00:00 2939 ნახვა

ხანძრის კერებთან მიახლოვებისთვის, მეხანძრე-მაშველებს გაუვალი ტყის, 500 მეტრის ფეხით გავლა მოუწევთ. შუახევის გამგებლის წარმომადგენელი შუბნის თემში ვახტანგ ბოლქვაძე ამბობს, რომ ხანძრის ლოკალიზებისთვის კერებისკენ უკვე მიემართება შუახევის 2 სახანძო-სამაშველო ბრიგადა.

ხანძარი შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ წელათის ტყეში ცოტა ხნის წინ შენიშნეს ადგილობრივებმა. გამგეობის ინფორმაციით ხანძარი 50 კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული და მოსახლეობისგან 3 კილომეტრის მოშორებით ფიქსირდება 3-4 კერა,  ადგილობრივები ამბობენ, რომ ცეცხლი ტყეში გავრცელდა. შუახევის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსი ოლეგ დავითაძე, რომელიც ამ წუთებში ხანძრის კერისკენ ფეხით მიემართება, ამბობს, რომ ცეცხლი ჯერ მხოლოდ ბუჩქნარზეა მოდებული. შემთხვევის ადგილისკენ მიდის „მთავარის“ გადამღები ჯგუფი.

შუახევის გამგებლის ინფორმაციით ყველა სოფლის რწმუნებულს აქვს ინფორმაცია მიწოდებული და შესაბამისი სამსახურები შემთხვევის ადგილზე იქნება მობილიზებული.

ამავე კატეგორიაში