შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა-სახალხო დამცველის ანგარიში

13 ივნისი 2016, 00:00 2761 ნახვა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა_ სახალხო დამცველმა ანგარიში წარადგინა. უჩა ნანუაშვილი ერთ–ერთ უმთავრეს პრობლემად „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციის სათანადოდ იმპლემენტაციის საკითხებს განიხილავს.  ანგარიშში მიმოხილულია შშმ პირთათვის ფიზიკური გარემოს, სატრანსპორტო საშუალებების და საგზაო ინფრასტრუქტურის მისაწვდომობის კუთხით არსებული მდგომარეობა, ასევე  სამაუწყებლო კომპანიების მხრიდან საინფორმაციო, გასართობი და სხვა სახის სატელევიზიო პროგრამების, ფილმების მათთვის მისაწვდომი ფორმით მიწოდების საკითხი. დოკუმენტში ასევე საუბარია, განათლებისა და ჯანდაცვის კუთხით არსებულ ხარვეზებზე. აღნიშნული პრობლემების აღმოფხვრის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ეფექტურად რეალიზების მიზნით, სახალხო დამცველმა კონკრეტული რეკომენდაციებით შესაბამის სახელმწიფო უწყებას მიმართა.

ამავე კატეგორიაში