ცხოველების რეგისტრაცია

06 სექტემბერი 2017, 00:00 1863 ნახვა

სურსათის უვნებლობის სამსახური შინაურ ცხოველთა ხელახალ რეგისტრაციას იწყებს. პირუტყვს ამიერიდან ორი სარეგისტრაციო ნომერი უნდა ჰქონდეს. 2018 წელს საქართველოში ამოქმედდება კანონი, რომლის მიხედვითაც სასაკლაოები არ მიიღებენ პირუტყვს, რომელთა იდენტიფიკაციაც სარეგისტრაციო ნომრის მიხედვით ვერ მოხერხდება.

პროექტის განხორციელებისთვის შვეიცარიის და ავსტრიის განვითარებისა  და თანამშრომლობის სააგენტოებმა 5 მილიონი დოლარი გამოყვეს.  ცხოველთა რეგისტრაცია უფასო იქნება.

ამავე კატეგორიაში