მედეა ჩარკვიანი თოჯინების თეატრს აღარ უხელმძღვანელებს

06 სექტემბერი 2017, 00:00 2304 ნახვა

მედეა ჩარკვიანს, სავარაუდოდ თემურ მახარაძე ჩაანაცვლებს – ეს იმ შემთხვევაში, თუ თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა თეატრის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის მიერ წარდგენილი, დირექტორობის ახალი კანდიდატის დანიშნვის შესახებ ბრძანებას  განათლების მინისტრი ხელს მოაწერს.

თერთმეტწლიანი მოღვაწეობის შემდეგ მედეა ჩარკვიანს უფლებამოსილების ვადა, ახლადდანიშნულმა გიორგი ჩხაიძემ, არ გაუგრძელა. ჩარკვიანი ამ გადაწყვეტილებაში პოლიტიკურ მოტივს ვერ ხედავს. მსგავს მიზეზს გამორიცხავს განათლების მინისტრიც. 

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში